სერხიო რამოსმა ოფიციალურად იქორწინა
სერხიო რამოსმა ოფიციალურად იქორწინა

A+ A-

18:46 16/06/2019

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანელ ტელეწამყვან პილარ რუბიოზე ოფიციალურად იქორწინა.

წყვილი შვიდი წელია, ერთად ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავთ, თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს.

ქორწილი სევილიაში შედგა. სტუმრებს შორის დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები იყვნენ.