მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ლევან ვასაძის დაანონსებულ აქციას მხარდაჭერას უცხადებენ
მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ლევან ვასაძის დაანონსებულ აქციას მხარდაჭერას უცხადებენ

A+ A-

19:09 16/06/2019

მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ლევან ვასაძის დაანონსებულ აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც "2020NEWS"-ს საზოგადოებრივი გაერთიანება, ორგანიზაცია "ქართველის" თავმჯდომარემ შმაგი მეძმარიაშვილმა განუცხადა, ემიგრანტები ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.

"ემიგრაციაში ყოფნამ მკაფიოდ და ნათლად დამანახა ის პრობლემები, რაც საქართველოშია. ინფორმაციის სიმწირეს არც იქ ყოფნისას განვიცდიდი, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ჩემთვის და ჩვენთვის ქართულად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანისთვის, ქართველისთვის მიუღებელია! მე და ჩემი მეგობრები არ დავუშვებთ საქართველოს გადაგვარებას! სწორედ ამიტომ, მე და ჩემი ორგანიზაცია მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს, ლევან ვასაძის დაანონსებულ აქციას და თითოეულ ქართველს, ვინც ქართველობის დასაცავად დგას! რატომ? - იმიტომ, რომ მიზანმიმართული გენოციდი მიმდინარეობს. ატყობთ? ხვდებით, რომ მალე საქართველო ქართველების გარეშე იქნება? და ვინმე გამოვა და იტყვის, რომ აზრის და სიტყვის თავისუფლებაა და რაც უნდათ ის ქნან? ჩვენ ემიგრაციაში ქართველობა არ დაგვიკარგავს! ჩვენ ეროვნულად, საღად მოაზროვნე ნაწილი გვაიძულეს წამოვსულიყავით და ჩვენი ადგილები ლგბტ-მ დაიკავა!

რას ვგულისხმობ ადგილის დაკავებაში გაინტერესებთ? - იქ სადაც მე უნდა ვიყო, იქ სადაც ვაჟკაცობა და ქართველობა უნდა მტკიცდებოდეს, დღეს ლგბტ-ები გამოდიან და თან პატივისცემას და შეუხებლობის გარანტიას ითხოვენ! ვინ მისცა მათ ამის უფლება? მე და ჩემი ორგანიზაცია ასევე მხარს ვუჭერთ გიორგი ონიანს, რომელმაც ბინძურ ირანელებს ფაქტიურად, "გამოსტაცა" ხელიდან ჩვენი 13-14 წლის ბავშვი გოგონები და დღეს გიორგი ონიანი პატიმრობაშია!", - განაცხადა საზოგადოებრივი გაერთიანება, ორგანიზაცია "ქართველის" თავმჯდომარემ, შმაგი მეძმარიაშვილმა.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, ლანა ნეფარიძის თქმით: "არც ერთი ჩემი ემიგრანტი მეგობარი არ დაუშვებს ამ სიბინძურის გაგრძელებას საქართველოში! მართალია დღეს ემიგრაციიდან, მაგრამ ხვალ მათ გვერდით ვიდგებით მე და ჩემი მეგობრები ვიდგებით!"

"არც გაიფიქროთ, რომ აქედან ლაპარაკი ადვილია!!! ჩემს გვერდით ბევრი ეროვნულად მოაზროვნე ემიგრანტია და ჩვენ ერთად აუცილებლად დავაბრუნებთ ქართულ სულს საქართველოში! დაიმახსოვრეთ, საქართველო ამაყობდა ქართველი ვაჟკაცებით და არაფერი არ შეიცვლება! გინდა ჰომოფობი მეძახეთ და გინდა რასისტი! ვენაცვალე ყველას, ვინც საქართველოში იცხოვრებს ისე, როგორც ქართველებს შეგვეფერება! მე სხვა მიწაზე არ დამიკარგავს ქართველობა, არც ამათი ევროპელობა მიმიღია, მაგრამ მათ პრინციპებს და შეხედულებებს პატივს ვცემ! იგივეს მოვითხოვთ ყველასგან!", - აცხადებს შმაგი მეძმარიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხოლოდ და მხოლოდ კაცებს 20:00 საათზე ვერის ბაღში ეპატიჟება, რათა დაგეგმონ, რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ "თბილისი პრაიდს".

ვეძახი ყველას, ვისაც კაცი ჰქვია საქართველოში. აი, ხომ წერთ ათასობით კომენტარს, რომ "ლევან, დაანებე ლაპარაკს თავი", "საქმე გააკეთე"... აი, გეძახით, ხალხო. მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ, ქალბატონებს და ბავშვებს, იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, რომ დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს,"- ამბობს ვასაძე.
"თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება. ამავე პერიოდში ორგანიზატორებს კიდევ ერთი ღონისძიება, სოციალური თეატრი აქვთ დაგეგმილი.