"ვითომ საფრთხობელას როლი მისცეს გრუში 2020 არჩევნების წინ? ოღონდ ეს არა და ისევ ბიძინე დარჩესო?!"
"ვითომ საფრთხობელას როლი მისცეს გრუში 2020 არჩევნების წინ? ოღონდ ეს არა და ისევ ბიძინე დარჩესო?!"

A+ A-

22:10 16/06/2019

ვითომ საფრთხობელას როლი მისცეს გრუში 2020 არჩევნების წინ? ოღონდ ეს არა და ისევ ბიძინე დარჩესო?!,-  ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია წერს და ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება,რომელმაც "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ სახალხო რაზმისა და ლეგიონის შექმნა დააანონსა. 

აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად!

ჩემი აზრით, ახლა ოპოზიციამ,მათ შორის ყველაზე უფრო მეტად - ნაცმოძრაობის ორბიტაზე მყოფმა, უნდა იტვირთოს და გაიაროს კათარზისი და რებრენდინგი, დაარწმუნოს ხალხი, რომ უარს ამბობს წარსულის ნეგატივზე და აქცენტს გააკეთებს მხოლოდ მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილზე, წარსული შეცდომების თუ დანაშაულისა და ზღვარგადასულობის ფაქტების გააზრებით, აღიარებით და მათგან გამიჯვნით აჩვენოს საზოგადოებას, რომ უკეთესისკენ ცვლილება მხოლოდ მიკროფონთან არ ხდება! მეტნაკლებად მოაზროვნე ნაწილს არც ის პოზიტივი დავიწყებია, ქვეყნის ნულიდან, თავიდან შექმნა, რასაც მაშინ, ავტორიტარული გამოხტომების გამო არ და ვეღარ ვამჩნევდით... თორემ დარჩა ეს ქვეყანა რუსეთის გენშტაბს ამდენ კინკლაობაში!!!", - წერს გამსახურდია.