"ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს, ასეთი გაუნათლებელი რომ არ გამოჩნდეს.." - ოქრუაშვილი ივანიშვილის მეუღლეს
"ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს, ასეთი გაუნათლებელი რომ არ გამოჩნდეს.." - ოქრუაშვილი  ივანიშვილის მეუღლეს

A+ A-

12:29 17/06/2019

„ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს, ასეთი გაუნათლებელი რომ არ გამოჩნდეს...“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს:

„ქალბატონო ეკა!!!

ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის "შაგრენის ტყავი" ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი "ბალზაკის ასაკი" ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან. გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ "ნადეჟდაზე" ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს. ბალზაკის ასაკის კმარას სახელით, ირაკლი“. - წერს ოქრუაშვილი