შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყო, იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს - თინა ხიდაშელი
შინაგან საქმეთა მინისტრი რომ  ვიყო, იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს - თინა ხიდაშელი

A+ A-

13:26 17/06/2019

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ვერის ბაღში, გუშინ უნდა დაეკავებინათ, აქციაზე გაჟღერებული მუქარის შემცველი განცხადებების გამო.

როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერ, ის რომ შსს მინისტრი იყოს სწორედ ასე მოიქცეოდა.

"მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო,  იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს. სადმე თვალი ხომ არ ჩაუკრავს იმას [გიორგი გახარიას] - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, გუშინ  ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მოუწოდა სხვადასხვა ჯგუფებს სახალხო რაზმის შექმნისკენ, რომლებიც "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ იქნებიან მიმართული.

„თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი სახალხო რაზმები პოლიცის კორდონების გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ. ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს“, - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძემ ასევე მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა საქართველოში მომუშავე დიპლომატებისა და ელჩების მიმართ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 223-ე მუხლით დაიწყო.