ის უკვე სამინისტროშია და მინისტრად მუშაობს - რა უთხრეს "2020NEWS"-ს საჩხერის საავადმყოფოში?
ის უკვე სამინისტროშია და მინისტრად მუშაობს - რა უთხრეს "2020NEWS"-ს საჩხერის საავადმყოფოში?

A+ A-

13:48 17/06/2019

ის უკვე სამინისტროშია და მინისტრად მუშაობს - უთხრეს "2020NEWS"-ს საჩხერის საავადმყოფოში, სადაც ეკატერინე ტიკარაძე მოვიკითხეთ და მასთან გასაუბრება ვცადეთ.

საჩხერის საავადმყოფოს თანამშრომლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა და მან დავით სერგეენკო უკვე შეცვალა.

ამდენად, მედიასი გავრცელებული ინფორმაცია, სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დადასტურებულია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  კომპანია "დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, რომლის შემადგენლობნაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო.

საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი სწავლობდა უცხოეთში და საქმიანობდა გერმანიის ერთ-ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

რაც შეეხება დავით სერგენკოს, როგორც ცნობილია, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2012 წელს დაინიშნა და 7 წლის განმავლობაში თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სერგენკო მუშაობას პრემიერ მინისტრის მრჩეველის პოსტზე გააგრძელებს.