"იმედზე" ახალი თოქ-შოუს წაყვანას არ ვადასტურებ - შალვა რამიშვილი
"იმედზე" ახალი თოქ-შოუს წაყვანას არ ვადასტურებ - შალვა რამიშვილი

A+ A-

17:02 17/06/2019

ჟურნალისიტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი თოქ-შოუს წაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"არ ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ სექტემბრიდან იმედზე თოქ-შოუს წავიყვან", - უთხრა "2020NEWS”-ს ტელეწამყვანმა.

“2020NEWS” -ის ინფორმაციით კი, ტელეკომპანია "იმედზე“ რეორგანიზაცია გრძელდება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ახალ სეზონზე ახალი თოქ-შოუების და ახალი წამყვანების გამოჩენა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით კი, ერთ-ერთ ასეთ თოქ-შოუს შალვა რამიშვილი გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში შალვა რამიშვილი სწორედ "ტელეიმედის" ჟურნალისტი იყო.