"ლევან ვასაძე დასაჭერია"
"ლევან ვასაძე დასაჭერია"

A+ A-

18:09 17/06/2019

ლევან ვასაძე დასაჭერია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელსი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიცია, ბიზნესმენ  ლევან ვასაძის  განცხადებას, რომ “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ “სახალხო ლეგიონი” იქმნება.

მისი თქმით, თუ ვასაძის ნათქვამი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მაშინ ის აუცილებლად დასაჭერია.

“გასაგები რომ იყოს: ამხ. ლ. ვასაძე დასაჭერია მაშინ თუ მის ნათქვამში მყისიერ და რეალურ საფრთხეს დავინახავთ.

რა თქვა რაინდმა? – უნდა შევქმნათ ლეგიონები, რომლებიც იპატრულირებენ ქუჩაში, გამოავლენენ გეებს და საკუთარი ქამრებით გაკოჭავენ მათ.

იქვე დასძინა რომ, თუ ამაში პოლიცია შეუძლის ხელს, მათ კომბლებით შეაკავებენ.

წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს პროცესი, – ,,ნამდვილ მამაკაცთა” ლეგიონის წევრები, მკლავზე და თავზე წაკრული სხვადასხვა ფერის და ზომის ზეწრებით, დადიან ქუჩაში, დაჟინებული მზერით ავლენენ ლგბტ ხალხს და საკუთარი ქამრით გაკოჭილს ტოვებენ ქუჩაში. პოლიციას ძალიან უნდა დაეხმაროს გაკოჭილთ, მაგრამ კომბლეები უშლიან ხელს.

ამ შესაძლო სიუჟეტის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ლიბერალური ელიტა (სახალხო დამცველიანად) ფიქრობს, რომ ამხ. ვასაძე და მისი უკანონო სამხედრო ფორმირება (გეებს რო კოჭავენ ქამრით ქუჩაში) სასწრაფო წესით არის დასაკავებელი.

როგორ არ გამეცინოს არ ვიცი”, – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებ 223-ე მუხლით დაიწყო რაც ითვალისწინებს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, გაწევრიანებას, მონაწილეობას, ან უკანონო ფორმირების სასარგებლოდ საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ უკანონო ფორმირების შექნა, ან ხელმძღვანელობა ისჯება 6-დან 12 წლამდე, ხოლო გაწევრიანება, ან მონაწილეობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.