"პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ აქცია თუ ჩატარდება, ჩვენ შევალთ და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგპირდით"
"პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ აქცია თუ ჩატარდება, ჩვენ შევალთ და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგპირდით"

A+ A-

21:09 17/06/2019

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება. ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.  ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს ჭამენ და ამართლებენ ამ გრანტებს.

„აქცია თუ ჩატარდება, იქნება მაინც საჯარო დემონსტრირება გარყვნილების, ჩვენ შევალთ და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგპირდით გუშინ. არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს ჭამენ და ამართლებენ ამ გრანტებს. ეს უნამუსო ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ამ ხალხის ნერვების, სინდისისა და უსაფრთხოების ხარჯზე იცხოვრონ კარგად, ღამ-ღამობით ისეირნონ ღამის კლუბებში და ამაში ფული უხადონ ლიბერალებმა. კახპობა და მამათმავლობა გახადეს მაღალანაზღაურებად პროფესიად ჩვენს ქვეყანაში. დიდი პატრიოტი ვარ და მოყვარული დასავლური კულტურების და არ მიმაჩნია, რომ ეს ამერიკელების ნახელავია, არ მიმაჩნია, რომ ეს ევროპელების ნახელავია. ეს უბრალოდ ვიღაც ჭინკების საქმეა, ვინც ზის იქ, გარკვეული ჯგუფების. მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უთხრის ძირს საკუთარ ქვეყანას. მათ უბრალოდ ეტყობა, ამ ღარიბ, ღატაკ და გაუბედურებულ ქვეყანაში არავის დახმარება არ უნდათ გარდა კახპებისა და მამათმავლებისა, არავის დასაქმება არ უნდათ, რადგან ის მილიონები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოედინება საქართველოში, მიდის იმ საწყალი ბავშვების ჯიბეებში, ეს მათი უბედურებაა, ისე წაუვიდათ ოჯახური ცხოვრება, ისეთ ახალგაზრდა ასაკში მოწამლეს, დაიქირავეს და დაითრიეს, რომ ზოგი გახადეს ჟურნალისტად, ზოგი გახადეს არასამთავრობოს წევრად, ეს არის უბედურზე უბედური ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ არიან „სვეცკები“,  თავისუფლები და ჩვენ ვართ გოიმები და 30 ვერცხლად ყიდიან თავიანთ სამშობლოს. ვიცით, რა დღეში არიან და როგორ იქცევიან. თუ გინდა, რომ დაგასაქმონ, ხელში მიკროფონი მოგცენ და დაგინიშნონ ათასი, 2 ათასი, 3 ათასი ევრო, ერთადერთი რამ გესაჭიროება ამ ქვეყანაში, იყო კახპა ან მამათმავალი, აგინებდე ეკლესიას ან ქართველ ხალხს. ეს რა პროფესიაა, ვერ გავიგე. ასე ავაშენებთ ქვეყანას? ძალიან ბევრ ქართველ ჟურნალისტს ვგულისხმობ. ვინც იცნო თავის თავი ამ აღწერილობაში, იმან იწყინოს“,- განაცხადა ვასაძემ.

„გამოცხადებული ვარ რუსეთისა და კრემლის აგენტად, ჩემი ქვეყნის მოღალატედ, მაგრამ ეს იმავე იდეოლოგიის, ფსიქიკისა და სკოლის მიერ ხდება, რომლებმაც პუტინის აგენტად გამოაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი და კიდევ უამრავი. მთელ მსოფლიოში პუტინის აგენტები ყოფილან.

მოდით, ვისაც გიყვართ ამერიკის ელჩს ზურგს უკან ამოფარებულზე ჭიჭყინი მავთულხლართთან და გგონიათ, რომ ეს ჩვენ გვიახლოვებს საქართველოს გაერთიანებას, ჩადით თუ ბიჭები და გოგოები ხართ, შეხვდით ყველაზე ბობოლა „დერჟიმორ“ და „დერჟავნიკ“ რუსებს, ყველაზე იმპერიალისტებს, დაუჯექით და ჰკითხეთ, ვინ არის ლევან ვასაძე. ისინი გეტყვიან, რომ ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, დამიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალიო. ისინი გეტყვიან, რომ ეს კაცი ამას ხშირად აკეთებს საკუთარი თავის საფრთხის გარეშე, თავიდან გიჟი გვეგონა, მარტო იმიტომ არის ცოცხალიო, რომ ჩვენსავით „მუჟიკიაო“. მე ასე მესმის ჩემი სამშობლოს მსახურება. დაუჯდე კაცს და დაელაპარაკო პირდაპირ, არ აგინო, არ აფურთხო და ეცადო, შეაგნებინო, რომ შეცდომას უშვებს. რა ნაყოფს გამოიღებს ჩემი ეს მცდელობა ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ყველა ეჭვიანი ლიბერალი ქართველი მაფურთხებს და მაგინებს, არ ვიცი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე იმედოვნებს, რომ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებს.

„ჯერჯერობთ ეს ასე არ არის. ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, რასაც მას სინდისი კარნახობს, მე ასე ვიქცევი. ჩემთვის არის ბევრად უფრო ფართო კანონი, რომელსაც ჰქვია ზნეობის კანონი. ხანდახან ის ემთხვევა ჭინკების მიერ მიღებულ კანონებს, მაგრამ ხანდახან არ ემთხვევა. ჩემი რელიგია არ არის ოთხი წლით შეკრებილი დეგენერატების მიერ მიღებული კანონები. იქ ჭკვიანი ხალხიც არის და კარგიც ხალხიც, მაგრამ ხშირად არიან უწიგნური, გაუნათლებელი, უსინდისო ადამიანები. ნუ მკითხავთ, ვის ვგულისხმობ. იმან იწყინოს, ვინც იცნობს თავის თავს. იმ ზონებში, სადაც მათ მიერ კანონები ეთანხმება ჩვენს მარადიულ კანონმდებლობას, მე ვარ აბსოლუტურად მათი მხარდამჭერი. ყველა ტოტალიტარიზმის სისტემაში ასე იყო, მარქსიზმის დროსაც, როცა მარქსისტული საზიზღარი კანონები ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მრწამსს, ჩვენ მას ვეწირებოდით და ვეწინააღმდეგებოდით. აბა, რისთვის დაგვხოცეს ჩვენ 9 აპრილს. ფაშიზმის დროსაც იგივე ხდებოდა და ჩვენი მშობლები შეეწირნენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.