დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

A+ A-

21:57 17/06/2019

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლის სახურავზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.