ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში გარდაიცვალა
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში გარდაიცვალა

A+ A-

22:53 17/06/2019

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა.

ექსპრეზიდენტი ჯაშუშობის საქმეზე სასამართლო განხილვისას სიტყვით გამოვიდა, გადაწყვეტილების შემდეგ კი გონება დაკარგა.

67 წლის ჰამედ მურსი  ხელისუფლებაში ე.წ. არაბული გაზაფხულის შედეგად, 2011 წელს მოვიდა, თუმცა მისმა მმართველობამ მხოლოდ წელიწადნახევარი გასტანა.

დაკავებული თანამდებობიდან ის 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ მუსლიმთა საძმოს საქმიანობა აუკრძალა.