12:8 - ქართველმა მორაგბეებმა ფიჯის ნაკრები დაამარცხეს
12:8 - ქართველმა მორაგბეებმა ფიჯის ნაკრები დაამარცხეს

A+ A-

07:03 18/06/2019

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო.

ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, 61- ე წუთზე იოანე იაშაღაშვილისლელო, თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:8 გახდა.

ყველაფერი კი მატჩის მიწურულს გადაწყდა, ბოლო წუთზე კარკაძემ ლელო დადო, საქართველომ 12:8 მოიგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრაში, 22 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მომავალ წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებ მსოფლიო ჩემპიონატზე.