ოპოზიცია დღეს პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება
ოპოზიცია დღეს პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება

A+ A-

07:07 18/06/2019

20 ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს პარლამენტში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრის თემა ოპოზიციური პარტიების მიერ 300 ათასი ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.