"გულისამრევი მონობაა ამის გულხელდაკრეფილი ყურება, მეგობრებო"
"გულისამრევი მონობაა ამის გულხელდაკრეფილი ყურება, მეგობრებო"

A+ A-

14:25 18/06/2019

ზედიზედ მეორე ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება საჩხერის კლინიკის დირექტორი - ივანიშვილის პირადი მცირე რეგიონული პოლიკლინიკის გამგე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "რუსთავი 2" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

"ზედიზედ მეორე ჯანდაცვის (ყველაზე ფართო მანდატის და დიდი ბიუჯეტის სამინისტროა) მინისტრად ინიშნება საჩხერის კლინიკის დირექტორი - ივანიშვილის პირადი მცირე რეგიონული პოლიკლინიკის გამგე. გულისამრევი მონობაა ამის გულხელდაკრეფილი ყურება, მეგობრებო. და კიდევ უფრო გულისამრევია, მონობას შეგუებულების ყურება, მეგობრებო", - წერს გვარამია. შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელმაც აღნისნულ პოსტზე დავით სერგეენკო შეცვალა.