შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება
შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება

A+ A-

15:50 18/06/2019

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება.

Front News International-ს  ინფორმაციით, გერმანიაში თავდაცის ატაშეს დავით მამულაშვილს უფლებამოსილება 1 ივლისს ეწურება, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა 3 მაისს დატოვა.

მაშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე კი 2016-2018 წლებში იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის სარდალი. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის სამმართველოს.

2012-2015 წლებში მსახურობდა მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სამმართველოს საბრძოლო გამოცდილების გაზიარების განყოფილების უფროსად.

წყარო : Front News International