ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევის ბედი უწერია - ლევან ბერძენიშვილი
ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევის ბედი უწერია - ლევან ბერძენიშვილი

A+ A-

16:31 18/06/2019

“ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეცვალოს, რომელიც მასზე უკეთესი იქნება. ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას“  პოლიტიკურ ბაზარზე არსებული ყველა პოლიტიკური პარტია სჯობს, მისივე შექმნილი „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა. 2020 წლისთვის “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უნდა წააგოს, ეს არის საქართველოს შანსი“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან  „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პარტიას  პოლიტიკურ ბაზარზე არსებული ყველა პოლიტიკური ძალა სჯობს.

-ბატონო ლევან,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო ცვლილებების განხორციელება დაიწყო. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საჩხერის კლინიკის დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სტუქტურების სათავეებში რამდენად საშიშ ტენდენციას ქმნის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა დანიშვნა?  

-საქართველოში არაფორმალური მმართველობა კიდევ უფრო განმტკიცდა. “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ძალიან პატარა ფიგურაა საიმისოდ, რომ საქართველომ თავზე დაისვას. საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, ხოლო პოლიტიკური კლასი უპასუხისმგებლოდ იქცევა. ის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს იტანს, თვითონ არის აუტანელი. ქართველმა ხალხი არჩევნებში უნდა  წაბრძანდეს და  ბიძინა ივანიშვილი გამოცვალოს. მაშინ, როცა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხალხმა აირჩია, მას სულ სხვა იმიჯი ჰქონდა. “ქარული ოცნების“ მეორე ვადით არჩევა შეცდომა იყო, სულ ბოლოს ლადო კახაძის არჩევა კი სამარცხვინო.  მით უფრო, როცა შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს თვისებებით ასით ნულს უგებდა.

_აღნიშნეთ, რომ საზოგადოებას „ქართული ოცნება“ მეორე ვადით არ უნდა აერჩია. თქვენი მოსაზრებით, ქართულ პოლიტიკურ კონიუქტურაში ჩანს ძალა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას დაამარცხებს? და ასევე, ოპოზიციის წარმატების გასაღებს რა ჭრილში ხედავთ?

-“ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეცვალოს, რომელიც მასზე უკეთესი იქნება. ბიძინა ივანიშვილის “ოცნებას“  პოლიტიკურ ბაზარზე არსებული ყველა პოლიტიკური პარტია სჯობს, მისივე შექმნილი „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა. 2020 წლისთვის “ქართულმა ოცნებან“ არჩევნები უნდა წააგოს, ეს არის საქართველოს შანსი.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციური ძალები  გონივრულად მოიქცევიან და  ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, შანსი გავქვს “ოცნება“ ოპოზიციაში გადავიყვანოთ, მმართველმა პარტიამ იქ  გვაჩვენოს საკუთარი თავი. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში აღმოჩნდება, ბიძინა იავშვილი პოლიტიკით აღარ დაინტერესდება. მეზობელი ქვეყნების მაგალითებმა აჩვენა პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ, ქვეყნიდან როგორ გარბიან, ივანიშვილსაც ეს ბედი უწერია.

-“ნაციონალური მოძრაობის“ და  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ აცხადებთ ხოლმე, რომ მათ გარეშე “ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ დამარცხდება.  როგორ ფიქრობთ, ასეთი პათოსის შეთავაზება იმ  60%-იანი ამომჩევლისთვის, რომლესაც  გული როგორც “ქართულ ოცნებაზე“, ისე ოპოზიციაზე აუცრუვდა, სასურველი შედეგის მომტანი იქნება?

-"ნაციონალურ მოძრაობაზე“ მზე და მთვარე არ ამომდის, მაგრამ ბიძინა ივანიშილის დასამარცხებლად ბევრი პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს. ამ ერთობაში “ნაცმოძრაობის“ გარეშე მმართველი პარტიის დამარცხება არ გამოდის, რადგან ეს პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. “ნაცმოძრაობასა“ და “ოცნებას“ თავისი შეცდმები და დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ ძველები (ნაცმოძრაობა) “ოცნებაზე“ ნაკლებად სახიფათო მიმაჩნია. თუ გვინდა ბიძინა ივანიშვილის გამოცლა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა ვითანამშრომლოთ. ახლავე გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ ბევრ შეცდომას არ დავაშვებინებთ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე