"მე პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც დავუჭირე მხარი, დავისვენოთ“
"მე პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც დავუჭირე მხარი, დავისვენოთ“

A+ A-

17:37 18/06/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრიგოლ მიქელაძე მომხრეა, რომ ბევრი დასვენების დღე იყოს. მან ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის სანაცვლოდაც 8 მარტი უქმე დღე აღარ იქნება. კანონპროექტი დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მიერაა ინიცირებული.

„8 მარტიც დასვენების დღე იყოს და 14 მაისიც. 8 მარტი დასვენების დღედ უნდა დარჩეს“, - აღნიშნა გრიგოლ მიქელაძემ.

ნუკრი ქანთარია: „ძალიან ბევრი გამოგვივა“. გრიგოლ მიქელაძე: "არა უშავს, პრობლემა არ არის. ხალხი მაინც დასვენებულია. მე პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც დავუჭირე მხარი. დავისვენოთ“.

ცნობისთვის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ნუკრი ქანთარიას კანონპროექტის თანახმად, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდება. 14 მაისი იქნება უქმე დღე, თუმცა 8 მარტი უქმე დღეების რიცხვიდან ამოდის. დღესვე განიხილეს გია ჟორჟოლიანის და ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი, რომელიც 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისიწნებს, თუმცა კომიტეტმა ნაცვლიშვილის და ჟორჟოლიანის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.