პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი ქალს დაეჯახა
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი ქალს დაეჯახა

A+ A-

10:57 19/06/2019

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო შეწუხებულები არიან. მით უმეტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტისას კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ. წყვილი აპირებს დაშავებულ ქალს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს.