ათენის კლინიკაში წევს ქართველი გოგო, რომელსაც დახმარება სჭირდება
ათენის კლინიკაში  წევს ქართველი გოგო, რომელსაც დახმარება სჭირდება

A+ A-

12:40 19/06/2019

საბერძმნეთში, ათენის, გენიმატას სახელობის კლინიკაში წევს ქართველი ემიგრანტი გოგო რომელიც  დახმარებას ითხოვს, ის სასწრაფოდ გადასაფრენია ჭიათურაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელშიემიგრანტი მარინა წერეთელი წერს და დახმარებას ითხოვს:

,,საბერძნეთში, ათენის, გენიმატას სახელობის კლინიკაში წევს ქართველი გოგო, რომელიც სასწრაფოდ გადასაფრენია საქართველოში. სჭირდება ფინანსური  დახმარება ბილეთის შესაძენად. მიყვება ექიმიც.

გთხოვთ, ინახულოთ და რა საშუალებაც გექნებათ, თანხა დაუტოვოთ თვით ამ ქალბატონს.

დავეხმაროთ დაბრუნდეს და თავის ოჯახში ებრძოლოს საშინელ სენს. გენიმატა იქვეა, მეტრო ,,ეტნიკი ამინასთან” ისოგიო გინეკოლოგიური განყოფილება ოთახი 3.

გელოდებით, ვინც დღეს არ მუშაობთ. მეც აქ ვარ ახლა და ნანა თევდორაძეც აგვარებს საკითხებს. გელოდებით”.