საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება - რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება - რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ  (ვიდეო)

A+ A-

01:18 20/06/2019

რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი, ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბიჭს ეკეთა.

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სიციალურ ქსელებში ვრცელდება. ფაქტი ასევე ასახულია თბილისის მეტროპოლიტენში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე.

საქმეზე ინფორმირებულია შს სამინისტროც.

ვიდეომასალა უცენზურო სიტყვებს შეიცავს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.