პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს

A+ A-

10:24 20/06/2019

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს.

ასამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაციის 100 წევრი მონაწილეობს.

ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნა.

ორგანიზაციის მიზანი ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება  და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

ასამბლეას აპროტესტებს “ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“. მიზეზი რუსეთის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვის მონაწილეობაა, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

ოპოზიციის განცხადებით, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, რასაც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს.

გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.