"თბილისი პრაიდი“ ქვეყნის დემოკრატიის ტესტი იქნება"
"თბილისი პრაიდი“ ქვეყნის დემოკრატიის ტესტი იქნება"

A+ A-

11:36 20/06/2019

 „თბილისი პრაიდი“ ქვეყნის დემოკრატიის ტესტი იქნება - ამის შესახებ საქართველოში გაეროს კოორდინატორმა ლუიზა ვინტონიმ განაცხადა.

ვინტონი წუხილს გამოთქვამს, რომ ლგბტ თემის უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის“ მშვიდად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

"ჩვენ წუხილს და შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ კვლავ არ არის ლგბტ თემის უფლებები დაცული. „თბილისი პრაიდი“ იქნება ტესტი ქვეყნის დემოკრატიის და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდ ვითარებაში ჩატარება“, - განაცხადა ვინტონიმ.