შვედეთში მცხოვრები ემიგრანტები ქართულ პროდუქცას პოპულარიზაციას გაუწევენ (ვიდეო)
შვედეთში მცხოვრები ემიგრანტები ქართულ პროდუქცას  პოპულარიზაციას გაუწევენ (ვიდეო)

A+ A-

12:35 27/06/2019

შვედეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტები საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. მათ ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ მზად არიან გახდნენ საქართველოში წარმოებული ბრენდის ელჩები შვედეთში.

როგორც ახალგაზრდები ვიდეოში ამბობენ, ისინი უსასყიდლოდ გაუწევენ პოპულარიზაციას ქართული ტურისტული კომპანიების მიერ შედგენილ ტურებს, ქართულ ღვინოს, პროდუქციას და ყველას, ვინც შესაძლოა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდეს.

"ჩვენ არ ვართ საქართველოში, მაგრამ ვართ ქართველები და გვსურს გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. გვინდა გვერდით დავუდგეთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მეწარმეს, დიდსა თუ მცირეს, ვინც ტურისტულ ინდუსტრიაშია ჩართული და ვინც შესაძლოა რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად დაზარალდეს. მზად ვართ დაგითმოთ ჩვენი დრო და დაგეხმაროთ რათა მთელმა მსოფლიომ გაგიცნოთ, უსასყიდლოდ გავუწიოთ პოპულარიზაცია თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურეობას.

ჩვენ მზად ვართ გავიდეთ ქუჩებში და მოვუყვეთ შვედეთის მაცხოვლებლებს საქართველოზე და თქვენ მიერ წარმოებული ღვინის შესახებ, თქვენ მიერ შემოთავაზებული სამოგზაურო ტურის შესახებ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ბრენდის შესახებ და ჩვენ მას პოპულარიზაციას გავუწევთ, სრულიად უსასყიდლოდ, დაგვიკავშირდით თუ გსურთ რომ ჩვენ გავხდეთ თქვენი ბრენდის ელჩები შვედეთში, ერთად დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს გახდეს ეკონომიკურად მდგრადი და ძლიერი", - აცხადებენ ახალგაზრდები.

მსურველებს შვედეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან დაკავშირება შემდეგ ელექტროფოსტაზე შეუძლიათ - : e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.