ენგურზე გადასასვლელის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების ინტერესები გათვალისწინებული იქნება
ენგურზე გადასასვლელის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების ინტერესები გათვალისწინებული იქნება

A+ A-

14:35 28/06/2019

"სამინისტროები თანხმდებიან, რომ ენგურზე გადასასვლელის დაკეტვით შექმნილი ფორსმაჟორიდან გამომდინარე, აბიტურიენტების ინტერესები გათვალისწინებული იქნება“, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესაძლებლობა გამოსაყენებელია, რათა ეს შეზღუდვა გაუქმდეს.

"ყველა შესაძლო არხებით, პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია, რათა ზრუნვის ქვეშ იყოს იმ ადამიანთა ინტერესები, ვინც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან.

ცხადია, მათ შორის არიან აბიტურიენტები. ისინი ამ შეზღუდვის გამო გალის რაიონიდან გასვლას და ეროვნულ გამოცდებში ნაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ.

სამინისტროები თანხმდებიან, რომ შექმნილი ფორსმაჟორიდან გამომდინარე, აბიტურიენტების ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

ყველა შესაძლობლობა გამოსაყენებელია იმისთვის, რომ ეს შეზღუდვა გაუქმდეს, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.