მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს
მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს

A+ A-

13:50 29/06/2019

მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, რომელმაც ქართველ გოგოს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა და იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნო.

„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. 27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი იყო“, – წერს lastampa.it .

ცნობისთვის, 27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ორი თვის წინ კი გარდაცვლილი იპოვეს.