"ვენაცვალე გახარიას "- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
"ვენაცვალე გახარიას "- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)

A+ A-

13:58 01/07/2019

სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე, სოფელ მელაურის რწმუნებულის სოფიკო კიკაჩეიშვილის, გადაყენების მოთხოვნას ხმაური მოჰყვა. სოფლის რწმუნებულის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს.

კოლეგები დაკავებული პოსტიდან მის გათავისუფლებას იმის გამო ითხოვდნენ, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტეტსო აქცია "რუსეთი ოკუპანტიას" აქციაზე შეკრებილების მიმართ შეურაცხმყოფელი ფეისბუქ კომენტერები მიუძღვნა.

"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული .

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარი მოადგილის, მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, საჯარო მოხელე, რომელიც სიძულვილის ენის შემცველი ტექდტებით საუბრობს, თანამდებობაზე არ უნდა იყოს. სხდომაზე მივიდა თავად სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც ოპოზიციის სისხლიანი რეჟიმი უწოდა.

მან ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი კარგია და  მისი შვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პერმანენტულ აქციებზე წასვლას ვერ გაუბედავს.

"ვენაცვალე გახარიას. ყველა, ვინც იქ დგას ცისფერი, ლესბოსელი, პიდარასტი და ნაციონალია. დიახ, რუსეთი კარგია და სულ გავიმეორებ ამას", - განაცხადა სოფიკო კიკაჩეიშვილმა.