1 დოლარის ღირებულება 2.8225 ლარია
1 დოლარის ღირებულება 2.8225 ლარია

A+ A-

17:16 01/07/2019

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 4.62 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1979 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2657 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.78 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4965 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5668 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 ივლისიდან შევა ძალაში.