ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

A+ A-

11:15 02/07/2019

ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში გაიმართა. პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა.

ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია.

2019 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 354 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ია.