მე რა შუაში ვარ? კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს - თამარ გვერდწითელი
მე რა შუაში ვარ? კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს - თამარ გვერდწითელი

A+ A-

12:56 03/07/2019

რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი“ მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამარ გვერდწითელს ესაუბრა. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მომღერალმა განაცხადა:

"მე რა შუაში ვარ? კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს და მათ, ვინც კონცერტებს აუქმებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კულტურა განაგრძობს ცხოვრებას. რაც შეეხება ავიაფრენების აკრძალვას, ამის გამო, რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით ჩასვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს", - განაცხადა თამარ გვერდწითელმა.

მომღერალმა ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებაზე წერს. როგორც მან თქვა, ის რუსეთში აღარ იმღერებს. მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.