ქუთაისში "საქართველოს ბანკის“ ოფისში ხანძარია
ქუთაისში "საქართველოს ბანკის“ ოფისში ხანძარია

A+ A-

12:59 03/07/2019

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ოფისში ხანძარია.

როგორც ცნობილია, ბანკიდან ყველა თანამშრომელი გამოვიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.