საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გიორგი პერტაია უხელმძღვანელებს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გიორგი პერტაია უხელმძღვანელებს

A+ A-

14:38 04/07/2019

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს. იგი კანდიდატად პალატის საბჭომ, ხმათა უმრავლესობით დაასახლა. 

პერტაია პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

როგორც ცნობილია, ამავე თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს დავით აფციაურსაც ჰქონდა, თუმცა პალატაში განმარტავენ, რომ მან პროცედურულად კანდიდატურის დარეგისტრირება ვერ მოასწრო. 

გიორგი პერტაიამ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ჩიქოვანი შეცვალა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი პერტაია სხვადასხვა დროს "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად და ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობდა.