კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა
კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

A+ A-

14:09 05/07/2019

კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ ავრცელებს.

„ლელოს“ ცნობით, მიზეზი სავიზო პრობლემაა - ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა, რის გამოც წასვლაზე საერთოდ უარი ითქვა.

„დღეს, მონრეალში, ძიუდოისტთა “დიდი პრიზის“ მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქართველი ძიუდოისტები კანადაში არ იასპარეზებენ.

კანადის ნაცვლად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთისა და ხორვატიის ანალოგიური რანგის შეჯიბრებებზე გადანაწილდება.