საქართველოში შემოსულ სტუმრებს საჩუქრად ბრენდირებული ღვინოებს დაახვედრებენ
საქართველოში შემოსულ სტუმრებს საჩუქრად ბრენდირებული ღვინოებს დაახვედრებენ

A+ A-

14:50 05/07/2019

საქართველოში გასულ/შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს გადასცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 500 ლარია. რაც შეეხება შესყიდვის ობიექტს საუბარია, 105 180 ათას ერთეულ საფერავის ღვინოზე, რომელიც 0,187 ლიტრი/0,375 ლიტრი მინის ბოთლში იქნება ჩამოსხმული.

"ადმინისტრაციის ამ ტიპის აქტივობა ხელს შეუწყობს ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას. კამპანიის ფარგლებში ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც დადებითად აისახება მათ სურვილზე - კვლავ იმოგზაურონ საქართველოში და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია გაუზიარონ პოტენციურ მოგზაურებს. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ მაისში გადაწყვიტა. კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. კამპანიის ოპერატიულად ჩატარების მიზნიდან გამომდინარე, დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების მეშვეობით შესყიდვის განსახორციელებლად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში რეაგირება.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების დაწყება დაუყოვნებლივ, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება,“- აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.

ამასთან, როგორც განაცხადშია აღნიშნული, ღონისძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია ზაფხულის პერიოდი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნილი მარაგების ამოწურვამდე.

შგახსენებთ, თბილისსში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო რუსეთმა საქართველოს ტურისტული ემბარგო დაუწესა, რის საფუძველზეც სოციალურ ქსელში ქართველებმა ახალი კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – გაატარე ზაფხული საქართველოში, რითაც უამრავი ადამიანი პუტინის სანქციას ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ერთი ახალი ინიციატივით გამოეხმაურა – ისინი ტურისტებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ. სანაცვლოდ ტურისტებმა ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უნდა დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

კამპანიას უკვე უამრავი ადამიანი შეუერთდა – ტექსტი სოციალურ ქსელში ქართულ და ინგლისურ ენებზე ვრცელდება. პუტინის სანქციას, 8 ივლისიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, უამრავი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე უკვე გამოეხმაურა და ალტერნატიული გზების ძიება დაწყებულია.