მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა
მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

A+ A-

10:02 06/07/2019

მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, როდესაც მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.