ავღანეთში "თალიბანის“ თავდასხმას 9 სამართალდამცველი ემსხვერპლა
ავღანეთში "თალიბანის“ თავდასხმას 9 სამართალდამცველი ემსხვერპლა

A+ A-

13:48 06/07/2019

ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას ცხრა სამართალდამცველი შეეწირა, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჰერათის პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი მედია პროვინციის პოლიციის მთავარი განყოფილების ხელმძვანელის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა მოძრაობა „თალიბანის“ 10 მებრძოლის ლიკვიდირება მოახერხეს.

დაჭრილია კიდევ 15 რადიკალი. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებსა და მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს შორის დაპირპისრება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა