ცალი თვალითაც გხედავთ - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ
ცალი თვალითაც გხედავთ - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ

A+ A-

14:08 06/07/2019

 

წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა. სპორტსმენებმა ცალ თვალზე აფარებული ხელით ფოტო გადაიღეს, რაც 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულებისადმი სოლიდარობის და აქცია #სირცხვილიას მხარდაჭერის სიმბოლოს იქცა.

"ცალი თვალითაც ვხედავთ", — პროტესტის ეს ფორმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. ამ ფორმით პროტესტი სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოხატეს.