აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა
აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა

A+ A-

15:13 06/07/2019

აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამ დრომდე 9 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის არის დეპუტატი ასლან ბჟანია, რომელიც დღემდე გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას. 

პრეზიდენტობა სურთ: მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, ალმას ჯაპუას, ასტამურ ტარბას, ასტამურ კაკალიას, ასტამურ ოტირბას, შამილ აძინბას, არტურ ანქვაბს და ოლეგ არშბას.

ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „აფხაზია ინფორმი“ ავრცელებს.

საარჩევნოდ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე დარეგისტრირდნენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ამცახარა, ერთიანი აფხაზეთი და აკზაარა.

რიგით მეხუთე ე.წ. პრეზიდენტს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წლის 25 აგვისტოს აირჩევენ.