რაში დახარჯა ქუთაისის მერიამ 155 000 ლარი?
რაში დახარჯა ქუთაისის მერიამ 155 000 ლარი?

A+ A-

16:48 06/07/2019

2019 წლის 6 თვეში ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან მივლინებებზე 155 000 ლარი დახარჯა. მივლინებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციას პარტია თავისუფალი საქართველო ასაჯაროებს.

პარტიის თანათავმჯდომარის თქმით, მერიის ჩინოვნიკები თანხებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავენ.

„155 ლარის საქმე არ აქვთ გაკეთებული. გაჭირვებული ადამიანი რომ მერიაში მიდის და დახმარებას ითხოვს, უარს ეუბნებიან, ფული არ გვაქვსო. ქუთაისის მერი ახლაც მივლინებაშია ინგლისში. ალბათ ბრექსიტის პრობლემის გადასაჭრელად“ - ამბობს გოგი წულაია