8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ
8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ

A+ A-

13:30 07/07/2019

8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, ამოქმედდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება.

გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. ამის მიზეზი კი თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხმაურიანი ვიზიტი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.