„კერძო სექტორიდან არის თხოვნა-მოთხოვნა შენარჩუნდეს რუსეთის ბაზარი“
„კერძო სექტორიდან არის თხოვნა-მოთხოვნა შენარჩუნდეს რუსეთის ბაზარი“

A+ A-

18:14 07/07/2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  მათ მიერ რეგიონებში და დედაქალაქში კერძო სექტორთან შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, ხელშესახებად გაზომვა იმ გავლენის, რაც რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა. 

ქვრივიშვილი ამბობს, რომ რეგიონებში კერძო სექტორს აინეტერსებს რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შენარჩუნდეს რუსეთის ბაზარი. 

„აჭარა და ზღვისპირა ქალაქი დღეს დგას იმ გამოწვევის წინაშე რომ გაუქმებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯავშნები. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ კახეთში არანაკლები მდგომარეობაა ჩვენდა სამწუხაროდ. ვგულისხმობ ჯავშნებს და ნაკლებობაა შემოდინებული შემდგომი ჯავშნებისა რუსეთის ბაზრიდან.

კონკრეტულ რეგიონებში გაცხადებულად არის თხოვნა-მოთხოვნა შენარჩუნდეს ეს ბაზარი. აჭარიდანაც მოდის, ქუთაისიდან და მათ შორის კახეთიდან და დედაქალაქიდან თხოვნა-მოთხოვნა. აინტერესებთ რას აპირებს სახელმწიფო და როგორ აპირებს შეინარჩუნოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადი. 

ეს არის ის სექტორი, ე.წ მოწყვლადი სექტორი, რომლის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის ტურისტები. ჩვენ ახლა არ დაგვიწყია საუბარი, რომ ჩვენი საბიუჯეტო სახსრები მიმართული იქნება ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკაზე, იაპონიაზე და ა.შ 

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო კვირაში იქნება სამოქმედო გეგმა. რეალურად დანახული გამოწვევების შესაბამისად, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.