"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

A+ A-

01:39 08/07/2019

"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა , - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოება არხი თიშავს მაუწყებლობს", - აღნიშნა გვარამიამ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნის გამო გიორგი გაბუნიას არ გაათავისუფლებენ. 

 არხის გენარალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა ყველა ჟურნალისტს დატოვონ პირდაპირი ეთერი და შევიდნენ შენობაში. ასევე, მან მოუწოდა მთავრობას, რომ დაიცვას არხის თანამშრომლები. მანამდე კი მისი თქმით, ეთერში არ გავლენ.