საზარელი ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა
საზარელი ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა

A+ A-

11:25 08/07/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხაში ტრაქტორის ამოტრიალების შედეგად დაშავებული 5 წლის ბავშვი ამ დილით გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა კოხაში გასულ კვირას მოხდა.

ბიძამ სამი ძმისშვილი ტრაქტორით მდინარეზე წაიყვანა და გზაში ამობრუნდა, რის შედეგადაც ყველაზე უმცროსმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის დროს ასევე დაშავდნენ გარდაცვლილის ძმებიც. შსს თანამშრომლებმა ბიძა დააკავეს.