ხელისუფლების განცხადებები სახიფათო ტენდენციას იძენს - გია ხუხაშვილი
ხელისუფლების განცხადებები სახიფათო ტენდენციას იძენს - გია ხუხაშვილი

A+ A-

12:27 08/07/2019

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ “რუსთავი2"-ის გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს. მისივე თქმით, ახლა რუსეთისგან საქართველო მეტ საფრთხეებს უნდა ელოდოს.

“ფაქტია, რომ ხელისუფლების განცხადებები შეიცავდა ისეთ ელემენტეს, რაც სახელმწიფოს აზიანებს. ხელისუფლებამ პოლიტიკურად თამასა ძალიან მაღლა ასწია და შიშის დემონსტრირება მოხდინა. რუსეთმა საქართველოს შიში იგრძნო, ამიტომ ხვალ და ზეგ ის საქართველოს წინააღმდეგ უარესს გააკეთებს. გიორგი გაბუნიას განცხადებას იმდენი წონა არ ჰქონდა, რომ მისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს სპეციალური განცხადებები მიეძღვნათ, რაც პოლიტიკაში ძალიან სახიფათო ტენდენციას იძენს. რუსეთის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს არ თმობს, არ მოსწონს საქართველოს განვითარების ვექტორი და ცდილობს, რომ საქართველოში საკუთარი გავლენის ვექტორი შეინარჩუნოს“ ,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ერთერში უხამსი სიტყვებით მოიხსენია.