ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

A+ A-

15:13 08/07/2019

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მინსკში შეხვედრა შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით გაიმართება.

„მინდა, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, საჭიროა საუბარი? საჭიროა. მოდით, განვიხილოთ, ვისია ყირიმი, ვინ არის და ვინ არა დონბასში. თქვენთან საუბრისას გთავაზობთ შემდეგ ფორმატს, მე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, – განაცხადა ზელენსკიმ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ვფიქრობ, ალექსანდრ ლუკაშენკო დიდი სიამოვნებით მიგვიღებს მინსკში. ჩვენ არ ვცვლით არანაირ დიპლომატიურ ფორმატებს. ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ საუბარს“, – ამბობს ზელენსკი.