"არ გავაგრძელებ დისკუსია იმ ადამიანთან, ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია”- დიანა ტრაპაიძე ნიკა გვარამიას პასუხობს (ვიდეო)
"არ გავაგრძელებ დისკუსია იმ ადამიანთან, ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია”- დიანა ტრაპაიძე ნიკა გვარამიას პასუხობს (ვიდეო)

A+ A-

15:42 08/07/2019

ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა დიანა ტრაპიაძემ პირდაპირ ეთერში “რუსთავი 2”- ში განვითარებული მოვლენების შესახებ მაყურებლის ინფორმირების დასასრულს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარკასტულ კრიტიკას უპასუხა.

“მანამდე კი არხის (“რუსთავი 2″ -ის) დირექტორმა ღამის ეთერში რამდენიმე სტატუსის განსახილველად მოიცალა, ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, ჩვენი ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ ცალკე აღებული. ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს… – ეს უპირატესობა მაძლევს საშუალებას არ გავაგრძელო დისკუსია, მათ შორის სოციალურ ქსელში იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და მედია დროებითი თავშესაფარია. ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოაქვს, ალბათ უფრო პირიქით”, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ გადაცემაში “დღის ამბები”.

ცნობისთვის, საუბარი ეხება დიანა ტრაპაიძის “ფეისბუქ” -პოსტს, სადაც მან დაწერა:

“ამ პროფესიაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ…ვიცი არ გამომეტირება არავინ,მაგრამ მაინც..

პ.ს.აზრს ვერ ვხედავ,თორემ არსადაც არ მივდივარ…სხვა რამ არ მისწავლია” , – დაწერა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ დაწერილი აღნიშნული ტექსტის საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ მალევე შემდეგი შინაარსის პოსტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

“სამთავრობო პროპუტინისტური აქციის მოთხოვნა: მოვითხოვთ რ2 გადაეცეს ქიბარ ხალვაშს.

მივედით ბოლო ბოლო რეალურ მიზნამდე.

ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით შეწუხებელ დამპოსტავებს და გაბუნიათი შეწუხებულ პროფესიის დამტოვებელ ფარისეველ ყანა ჟურნალისტებს”, – დაწერა გვარამიამ.