დაპირისპირება პარლამენტთან - აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)
დაპირისპირება პარლამენტთან - აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)

A+ A-

16:24 08/07/2019

ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს.

მიშა მშვილდაძე რუსთაველზე მივიდა, სადაც მმკ-ს, ლევან ვასაძის, ქართული მარშის და სხვები ორგანიზებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. დღესვე ამავე ადგილას 19:00 საათზე დაანონსებულია ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – “სირცხვილია”.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ რუსთაველზე მიმდინარე მეორე აქციის ორგანიზატორებს დაელაპრაკებოდნენ. აქციის ორგანიზატორთა ნაწილი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.