მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს
მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

A+ A-

16:56 08/07/2019

მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება სჭირდებოდა.

მათივე ცნობით, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩაიყვანა. ის გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.