პარლამენტის შენობასთან მცირე ინციდენტი მოხდა
პარლამენტის შენობასთან მცირე ინციდენტი მოხდა

A+ A-

19:09 08/07/2019

პარლამენტის შენობასთან, სადაც ლევან ვასაძის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, მცირე ინციდენტი მოხდა.

შეკრებილების გაღიზიანება ანტოსაოკუპაციო აქციის რამდენიმე წევრის გამოჩენამ გამოიწვია, რომლებიც 19 დღეა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ვასაძის მხარდამჭერებმა მათ ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.