იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?! - იღუმენია თამარ გამყრელიძე
იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?! - იღუმენია თამარ გამყრელიძე

A+ A-

11:31 09/07/2019

ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წინ ლევან ვასაძის და მმკ-ს მიერ ორგნიზებულ აქციას.

„ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ რაინდი საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი)

მორწმუნე მრევლო არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!

ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი“, - წერს იღუმენია.