საქართველო ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ – პუშკოვი
საქართველო ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ – პუშკოვი

A+ A-

12:17 09/07/2019

საქართელო ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ, ბოდიშის მოხდის დრო დასრულდა.”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საბჭოს წევრი პუშკოვი.

როგორც პუშკოვი წერს ის მხარს უჭერს, დუმის ინიციატივას შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების შესახებ.

"მხარს ვუჭერ დუმის ინიციატივას, საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი2″-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო და წყალი უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, ალბათ ისინი არაფერს გადაუხდიან. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ, ბოდიშის მოხდის დრო დასრულდა.”- წერს პუშკოვი.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო დუმა „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე დღეს, 9 ივლისს, იმსჯელებს.

გუშინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან.

ცნობისთვის, "რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 7 ივნისს პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა,  რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.